|
2015-10-01 17:22:53, 581 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა ბათუმის N3 დაწესებულება ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დღეს ბათუმის N3 მაღალი რისკის დაწესებულებას მედიის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულოებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი დაწესებულებაში არსებულ პირობებს ჟურნალისტებთან ერთად დეტალურად გაეცნო. მათ მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი საკნები, კვების ობიექტები, აფთიაქი, გრძელვადიანი პაემნების ოთახი და ტერიტორიაზე არსებული სხვა ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. კახა კახიშვილი დაინტერესდა როგორ და რა პირობებში უტარდებათ მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს სამედიცინო დახმარება. ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ მსჯავრდებულებს და დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, გაეგოთ რა პირობებში იხდიან ისინი სასჯელს. „ბათუმის N3 დაწესებულების მიმართ დიდი დაინტერესება იყო და დღეს იქ ჟურნალისტებთან ერთად შევედი. ამ დაწესებულების მსჯავრდებულების საჩივრების დიდი ნაწილი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას და მედიკამენტების უკმარისობას უკავშირდებოდა. პირადად გავეცანი რა პირობებში იღებენ ისინი სამედიცინო მომსახურებას. უნდა აღვნიშნო, რომ არსებული ვითარებით კმაყოფილი დავრჩი. დაწესებულების სტანდარტები კანონმდებლობას სრულად შეესაბამება. რა თქმა უნდა, ციხეში მყოფი მსჯავრდებულების ნაწილს დისკომფორტი აქვს, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია მაღალი რისკის დაწესებულებაზე. მსჯავრდებულების საჩივრების პრეისტორიები ვიცით, მაგრამ ყურადღებას მაინც არ ვადუნებთ, რომ რაიმე არ გამოგვრჩეს“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა. მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში არსებული დაწესებულებების რევიზია გაგრძელდება, რის შემდეგაც მინისტრი თბილისის დაწესებულებებსაც მოინახულებს. განახლებული და ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული N3 დაწესებულება 2013 წლის 30 აპრილს გაიხსნა. დაწესებულების თითოეული საკანი აღჭურვილია ინდივიდუალური კონდინცირების სისტემით. დაწესებულებაში განთავსებულია ხანგრძლივი პაემნისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა, სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, აფთიაქი, მაღაზია და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. დღეის მდგომარეობით, დაწესებულებაში 141 მსჯავრდებული/ბრალდებულია განთავსებული.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)