18:29 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-08 12:33:24, 638 ნახვა

სამართალი
19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოურის ადვოკატი, თამარ გაჩეჩილაძე სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული და ყოველგვარი განზრახვა გამორიცხულია.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. დღეს ჩანიშნულია სასამართლოს სხდომა აღკვეთის ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით. პროკურატურამ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით პატიმრობის მოთხოვნით. დაცვის მხარე შეეცდება, რომ დაასაბუთოს პატიმრობის გამოყენების მიზანშეუწონლობა.

ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით მოვითხოვოთ გირაო. ეს იყო გაუფრთხილებლობითი დანაშაული, ყოველგვარი განზრახვა გამორიცხულია. ეს იყო საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი და სხვა დროს არანაირი დაძაბული ურთიერთობა ძმებს არ ჰქონიათ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 21 წლის გიორგი ახლოური პოლიციამ ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 11 პრიმა,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics