|
2021-01-08 10:44:30, 670 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი სტივენ სანდი თანამდებობას ტოვებს, - ინფორმაციას nbcnews ავრცელებს. სტივენ სანდს უფლებამოსილება 16 იანვრიდან შეუწყდება. სანდის გადადგომას წინ უძღდა ნენსი პელოსის მოწოდდება, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა. შეგახსენებთ, რომ სენატში ხმების დათვლის პროცესი გუშინ დროებით შეწყდა მას შემდეგ, რაც კაპიტოლიომში პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ. შემთხვევის შედეგად ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანი გარდაიცვალა, 50-ზე მეტი ადამიანი კი დააკავეს. ქვეყნის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოგვიანებით კონგრესმა მუშაობა განაახლა. გადაითვალა ხმები, რომლის მიხედვითაც, ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 306 ხმა, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 232 ხმა მიიღო. კონგრესმა ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად გააფორმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)