|
2021-01-08 09:40:10, 828 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ყურადღება ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისკენაა მიმართული
ახალი ადმინისტრაციის ინაუგურაცია 20 იანვარს ჩატარდება, ახლა ჩემი ყურადღება ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისკენაა მიმართული, - ამის შესახებ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს. როგორც მან აღნიშნა, ყველა, ვინც კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრა, კანონდარღვევისთვის პასუხს აგებენ. „თითოეული ამერიკელის მსგავსად, აღშფოთებული ვარ ძალადობითა და უკანონო ქმედებით. ამერიკა იყო და ყოველთვის იქნება კანონისა და წესრიგის ქვეყანა. დემონსტრანტებმა, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, შეურაცხყვეს ამერიკული დემოკრატიის ადგილსამყოფელი. მივმართავ მათ, ვინც ამ ძალადობასა და ნგრევაში მონაწილეობდა: თქვენ არ წარმოადგენთ ჩვენს ქვეყანას, მათ, ვინც კანონი დაარღვია: ამისთვის გადაიხდით“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა. ცნობისთვის, ვაშინგტონში, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა, არეულობის შედეგად კი ოთხი ადამიანი დაიღუპა. — Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 8, 2021
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)