01:04 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 22:48:10, 918 ნახვა

მსოფლიო
Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის გვერდის მოქმედება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

Facebook-ის ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის გვერდის მოქმედება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

სოციალური ქსელის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი „ტვიტერში“ წერს, რომ მოქმედი პრეზიდენტის გვერდი ფუნქციონირებას სულ მცირე ორი კვირა ვერ განაახლებს.

„ბოლო 24 საათის შოკისმომგვრელი მოვლენები აშკარად ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს დარჩენილ დროში გაანადგუროს მისი არჩეული მემკვიდრისთვის, ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების მშვიდობიანი და კანონიერ გადაცემის პროცესი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პერიოდში პრეზიდენტის მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობის დაშვების რისკები უბრალოდ ძალიან დიდია.

ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მისი „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშების დაბლოკვას, განუსაზღვრელი ვადით.

ანგარიშების დაბლოკვა სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში, ვიდრე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა არ დასრულდება, გაგრძელდება“, - წერს ცუკერბერგი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics