00:52 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-07 04:36:32, 632 ნახვა

მსოფლიო
ჯორჯ ბუში - კაპიტოლიუმზე თავდასხმა ჩაიდინა იმ ხალხმა, ვინც წააქეზეს ტყუილით და ცრუ იმედებით

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუში უმცროსის განცხადებით, ის და ლორა შეძრწუნებულია ზოგიერთი უპასუხისმგებლო ლიდერების ქცევებით და "ტრადიციების და სამართალდამცველების მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობით." - ასე გამოეხმაურა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულ მოვლენებს.

"შეძრწუნებული ვარ არჩევნების შემდეგ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უპასუხისმგებლო ქცევებით და დღეს ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციების და სამართალდამცველების მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობით. კაპიტოლიუმზე ძალადობრივი თავდასხმა, კონგრესის კონსტიტუციით განსაზღვრული სხდომის ჩაშლა, ჩაიდინა იმ ხალხმა, ვინც წააქეზეს ტყუილით და ცრუ იმედებით. ამბოხი დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და რეპუტაციას. აშშ-ში ყველა პატრიოტი მოქალაქის ვალია კანონის უზენაესობის დაცვა. მივმართავ მათ, ვინც არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებულია: ჩვენი ქვეყანა მომენტის პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია. მიეცით ხალხის მიერ არჩეულ ოფიციალურ პირებს შეასრულონ თავიანთი საქმე და უსაფრთხოდ და მშვიდობიანად წარმოადგინონ ხალხის ხმა". - ნათქვამია ჯორჯ ბუში უმცროსის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics