|
2021-01-07 01:37:30, 573 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - მოვუწოდებ ამ ბანდიტებს, უკან დაიხიონ
აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელევიზიითქვეყნისადმი მიმართვისა, კონსტიტუციის დაცვისა და ამბოხის დასრულებისკენ მოუწოდა. "ქაოსი კაპიტოლიუმთან უნდა შეწყდეს, ახლავე. ის, რასაც ხედავთ კაპიტოლიუმთან, არ გამოხატავს იმას, რაც ჩვენ სინამდვილეში ვართ. ეს არის ექსტრემისტების მცირე ჯგუფი. მოვუწოდებ ამ ბანდიტებს, უკან დაიხიონ და დემოკრატიას წინსვლის საშუალება მისცენ. პრეზიდენტის სიტყვები ყოველთვის მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა ეს ცუდი, თუ კარგი პრეზიდენტია. საუკეთესო შემთხვევაში, პრეზიდენტის სიტყვები შთაგაგონებს, უარეს შემთხვევაში წაგაქეზებს“, – განაცხადა ბაიდენმა. ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ავრცელებს ვიდეოკადრებს, თუ როგორ ჩაამტვრიეს მათ კაპიტოლიუმის ფანჯრები და საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გადაძვრნენ. ამ დროს კონგრესში ორივე პალატა იყო შეკრებილი, რათა 3 ნოემბრის არჩევნებზე დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება საბოლოოდ გაეფორმებინათ. აღნიშნული ღონისძიება ძირითადად ცერემონიულ ხასიათს ატარებს და საუკუნეების წინ დამკვიდრებული ტრადიციაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)