|
2020-12-29 10:29:08, 737 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმება დაარღვია
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთის მიერ მთიან ყარაბაღში განხორციელებული თავდასხმები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი დეკლარაციის აშკარა დარღვევაა, რომელიც დადგენილია 2020 წლის 9 ნოემბრით. მათი თქმით, სამხედრო და სამოქალაქო პირები დაშავდნენ თავდასხმის შედეგად, რომელიც მოხდა 26 ნოემბერს, 8 და 11 დეკემბერს და ბოლოს 27 დეკემბერს მოხდა. განცხადებაში სამინისტრო აღნიშნავს, რომ როგორც სამმხრივი დეკლარაციის ხელმომწერი, პირველადი პასუხისმგებლობა ყველა შეიარაღებული სომხური ელემენტის გაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებაზე ეკისრება სომხეთს. აზერბაიჯანულმა მხარემ საჭირო პასუხი გასცა სომხეთის შეიარაღებული ელემენტების პროვოკაციებს. „იმისათვის, რომ გახდეს ხანგრძლივი მშვიდობის მონაწილე, რომელიც რეგიონში უნდა დამყარდეს, სომხეთმა უნდა მიიღოს რეალობა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები“, - ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესახებ 28 დეკემბერს განაცხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)