00:28 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-28 19:53:58, 637 ნახვა

მსოფლიო
ევროპის რვა ქვეყანაში BionTech/Pfizer-ის ვაქცინის მიწოდება შეყოვნდა

ესპანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, BionTech/Pfizer-ის ვაქცინის მიწოდება ევროპის 8 ქვეყანაში შეყოვნდა, აღნიშნულის მიზეზი კი ვაქცინის შენახვის ტემპერატურასთან დაკავშირებული ლოჯისტიკური პრობლემაა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ღამით, ბელგიის ქალაქ პურსში მდებარი Pfizer-ის საწარმოდან მიიღეს შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ ორშაბათის ნაცვლად ვაქცინა ქვეყანაში სამშაბათს ჩავა, რისი მიზეზიც ტემპერატურის კონტროლთან დაკავშირებული დატვირთვისა და გადაზიდვის პრობლემებია.

.ამასთანავე, ესპანეთის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ კომპანიამ აცნობა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული მიზეზის გამო, კიდევ 7 ქვეყანა დაზარალდა, თუმცა კონკრეტულად რომელი ქვეყნები, ამის შესახებ არ საუბრობენ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics