03:56 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 12:57:10, 732 ნახვა

ეკონომიკა
დღეს 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 91 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა


 

30 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 91 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 56 მლნ ლარს მიაღწია.
"29 სექტემბერს დღეღამურად გადამუშავდა 6 034 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 12 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.
ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 43,5 ათას ტონამდე, საფერავი - 35,5 ათას ტონამდე, ასევე 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე და 10 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 31,1 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი - 19,2 ათასი ტ., ყვარელი - 16,7 ათასი ტ., სიღნაღი - 7,4 ათას ტ., ლაგოდეხი- 7,1 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტ., ახმეტა - 2,6 ათასი ტ. და საგარეჯო - 4,2 ათასი ტონა",-განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics