|
2020-12-25 14:23:05, 699 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - ISFED-ის გამგეობისგან სიყალბის მიზეზებზე ძალიან სუსტი განმარტება მოვისმინეთ
ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი „სამართლიანი არჩევნების“ შელახული რეპუტაციის აღდგენას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრუ;ლებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთდროულად ორ უხეშ ხარვეზს, თავის მოტყუება ძალიან რთულია. „მინდა გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის ბრიფინგს ორგანიზაციის მიერ პარალალერ ხმის დათვლაში დაშვებული უხეში ხარვეზის შესახებ. დღეს ვიხილეთ PVT-ში დაშვებული სიყალბის კიდევ ერთი აღიარება, თუმცა სამწუხაროდ მოვისმინეთ ძალიან სუსტი განმარტება ამ სიყალბის მიზეზების შესახებ. თქვენ გახსოვთ ოპოზიციის რა მასშტაბის პროპაგანდა მოჰყვა რამდენიმე დაუბალანსებელ ოქმს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, მათ შორის, ოპოზიციონერი კომისიის წევრების ხელმოწერის თანხლებით გადაუგზავნეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა და ამ ოქმს უხეშად დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ამგვარი ხარვეზის მიზეზი ადამიანური შეცდომაა. ყველას კარგად გვესმის, რომ სწორედ ცესკო-ს შედეგების აცდენა PVT-სთან გახდა ოპოზიციის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცების საყრდენი. ეჭვებს შეგნებული მანიპულაციასთან დაკავშირებით კიდევ უფრო აღრმავებს ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის მანძილზე მალავდა ხარვეზს, რომელიც მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ ნახევარში იყო იდენტიფიცირებული. ეჭვებს ასევე აღრმავებს ისიც, რომ პირველად ქართული არჩევნების ისტორიაში PVT-ის მონაცემების გამოქვეყნება გადაიდო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე. ამ გადადების მიზეზები ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია. მითუმეტეს ყველა წინა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 10 ან 11 საათზე გამოქვეყნდა. სამწუხაროა ისიც, რომ ვერ მოვისმინეთ ორგანიზაციის გამგეობის განცხადება ორგანიზაციის მიერ გავრცელებული კიდევ ერთი ყალბი ინფორმაციის შესახებ, რომელიც თითქოს საარჩევნო უბნების 8% ბიულეტენების ზედმეტობას უკავშირდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ორი კვირის წინ მოვითხოვეთ იმ უბნების ოქმების გასაჯაროება, სადაც ამჰვარი ზედმეტობა დაფიქსირდა, თუმცა უკვე აშკარაა, რომ ამგვარი 80 უბანი ბუნებაში არ არსებობს. სინამდვილეში ბიულეტენების ზედმეტობა დაფიქსირდა ქვეყნის მასშტაბით 19 საარჩევნო უბანზე, რაც საარჩევნო უბნების არა 8, არამედ 0.5%-ია. ეს სრულად თავსებადია სხვადასხვა არჩევნებზე დაფიქსირებულ სტანდარტულ სტატისტიკასთან. როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთ უხეშ ხარვეზს, კიდევ შეიძლება საკუთარი თავი დააჯერო, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა, მაგრამ როდესაც ორგანიზაცია უშვებს ერთდროულად ორ უხეშ ხარვეზს, აქ თავის მოტყუება უკვე ძალიან რთულია. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არ იყო ვინმეს პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. ჩვენი ამოცანაა, სრულად მოეფინოს ნათელი იმ ორი სიყალბის რეალურ მიზეზებს, რომელიც რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის მთავარ საყრდენად იქცა. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი „სამართლიანი არჩევნების“ შელახული რეპუტაციის აღდგენას და ამ მიზნით, მზად ვართ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობისთვის ორგანიზაციის გამგეობასთან და ახალ ხელმძღვანელობასთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)