|
2015-09-30 10:20:19, 336 ნახვა
პოლიტიკა
საქართველომ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ყოველწლიურ შეკრებაში - Council for Foreign and Community Relations, რომელიც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. COFCOR-ის მონაწილეებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსა და კარიბის ზღვის რეგიონს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და გამოთქვა სურვილი ხელი შეუწყოს ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ეწევა, რაც გამოიხატება ურთიერთვიზიტების ხშირ გაცვლასა და დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნაში. ამ მხრივ მინისტრმა გამოყო კუბაში საქართველოს საელჩოს გახსნა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას. ახლო მომავალში ასევე იგეგმება CARICOM-ის ყველა წევრი სახელმწიფოს დიპლომატიური გადაფარვა. „საქართველო არის სანდო მეგობარი, საიმედო პარტნიორი რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში“, - განაცხადა მინისტრმა. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას კარგი მმართველობის სფეროში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების გაზიარების, ასევე განათლების, ტურიზმის, სამართლებრივი სფეროს რეფორმირების სფეროებში.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)