|
2020-12-23 12:03:48, 830 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესდაჯილდოება 2020-ის გამარჯვებულები ცნობილია
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა „ბიზნესდაჯილდოება 2020“ აქ და ახლა გამარჯვებულები გამოავლინა. ჟიურიმ რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად გამარჯვებული კომპანიები 400-მდე მონაწილეს შორის დაასახელა. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში ასე გადანაწილდნენ:
გამარჯვებულები პრიზებად ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს მიიღებენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ:
ბიზნესის სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი კომპანიის საქმიანობის წარმოჩენა და მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიებს თიბისი დაეხმარება ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ციფრული სტრატეგიის დაგეგმვაში და ახალი ვებგვერდის მომზადებაში.
ბიზნესის ღირებულებების სწორად განსასაზღვრად და აუდიტორიამდე მისატანად, აუცილებელია ბრენდის პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას და მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, ბიზნესებისთვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.
ყოველდღიური პროცესების გამარტივება და ავტომატიზაცია ბიზნესებს ძალიან დაეხმარება ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვაში. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა შეირჩევა, ეს იქნება კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი. განსაკუთრებული სურპრიზი ელოდებათ საუკეთესო სტარტაპის შემქმნელებს. ამ ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes Georgia გახდა, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს. თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას უკვე მეხუთე წელია წარმატებით ატარებს. ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ოთხი თვის წინ დაიწყო. რთული და გამოწვევებით სავსე 2020 წლისა და მთავარი დაბრკოლების მიუხედავად ბიზნესდაჯილდოება მაინც ჩატარდა, რადგანაც თიბისიში მიაჩნიათ, რომ ბიზნესს სწორედ აქ და ახლა სჭირდება მხარდაჭერა, დაფასება და მოტივაციის მიცემა საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის.
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)