00:18 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-22 09:33:56, 1159 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბაიდენის მიზანია, ინაუგურაციიდან 100 დღის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 100 მილიონმა ადამიანმა გაიკეთოს.

„ამას ვაკეთებ იმის საჩვენებლად, რომ ხალხი მზად იყოს, როდესაც ვაქცინის გაკეთება იქნება შესაძლებელი, სანერვიულო არაფერია“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას გარკვეული დამსახურება აქვს ქვეყანაში ვაქცინაციის  პროგრამის წამოწყებისთვის.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმაც გაიკეთა, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე ვაქცინას მომავალ კვირას გაიკეთებენ.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 18 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 319 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics