19:31 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 11:12:19, 723 ნახვა

სამართალი
შსს-მ დაბა წაღვერში მომხდარი ქურდობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა წაღვერში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1965 წელს დაბადებული მამუკა კ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბორჯომის რაიონის დაბა წაღვერში, მოქალაქის კუთვნილი აგარაკიდან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი მოიპარა. აგარაკის მეპატრონისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი 5362 ლარს შეადგენს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics