|
2020-12-15 17:49:27, 703 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებზე - ცინიზმი, სიცრუე და გადაგდება ივანიშვილის რეჟიმის სამარკო ნიშანია
ეს ცინიზმი, სიცრუე, გადაგდება და კანონის უზენაესობის აბუჩად აგდება ყველა ეტაპზე, ივანიშვილის რეჟიმის სამარკო ნიშანია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, თბილისის მერიის მიერ უკანონო ნაგებობების დემონტაჟს. მისი თქმით, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მოსახლეობას აღნიშნული მიწების დაკანონებას დაპირდა, თუმცა ახლა მათი ბედით მანიპულირებს. „ის რასაც ეხლა დღეს ვხედავთ აქ, არის შედეგი და გაგრძელება ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო პოლიტიკის, როცა არ არსებობს კანონის უზენაესობა, დაპირებები როცა კეთდება, რომ თქვენია ეს მიწა, ეს ნიშნავს გადაგდებას და თან წახალისებას ადამიანების, რომ ასე მოიქცნენ, როცა ამდენი წელი აშენებდენ ეს ადამიანები ამას და უბრალოდ სხვადასხვა ამოცანებისათვის აქამდე კიარ გაარკვიეს ვითარება, არამედ დღევანდელ ძალადობამდე მიიყვანეს და კერძო საკუთრების მაგივრად მთავრობას აქვს ხელში ამხელა ქონება და მანიპულირებს შემდეგ ადამიანების ბედით და ვიმეორებ, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და გვაქვს მტკიცებულებები, რომ ამ ხალხს პირდაპირ დაპირდნენ და კონტრაქტი დაუგდეს, რომ მათი მიწა იყო, რათა მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ეს ყველაფერი, ეს ცინიზმი, სიცრუე, გადაგდება და კანონის უზენაესობის აბუჩად აგდება ყველა ეტაპზე, არის ივანიშვილის რეჟიმის სამარკო ნიშანი“, - განაცხადა ბოკერიამ. ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით 8 პირი დააკავა.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)