|
2015-09-28 16:25:55, 514 ნახვა
პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ 2016 წელს პოლიტიკურ გეგმებს კვლავ „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირებს
პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტია“ თავის პოლიტიკურ გეგმებს კვლავ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ დაუკავშირებს. ამის შესახებ უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა. “რესპუბლიკური პარტია” კოალიცია “ქართული ოცნების წევრია და გვყავს ის პარტნიორები, რომელიც გვყავს კოალიციაში. რაიმე წინაპირობა იმისთვის, რომ მე რაიმე სხვა განვაცხადო და ვთქვა, რომ მომავალ არჩევნებზე რაიმე სხვაგვარად იქნება, დღევანდელი მდგომარეობით, არ მაქვს. ამასობაში, კოალიცია ეს არის პარტიათა თანხმობის შედეგი. პარტიათა თანხმობა და შეთანხმება საჭირო იქნება მომავალი არჩევნების წინაც – როგორც შინაარსზე, კოალიციის მიზნებზე, პრიორიტეტებსა და ამოცანებზე, ისე სხვა დეტალებზე, რომელიც კოალიციის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. როცა ოთხი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით კოალიციას შევუერთდით, მაშინ ძალიან მკაფიო და კონკრეტული ამოცანები გვქონდა. ამოცანების დიდი ნაწილი შესრულდა, ზოგი შესრულების პროცესშია, რაღაცეები ალბათ ბოლომდე ვერ შესრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის მომავალი ოთხი წლის პრიორიტეტების განსაზღვრისას კოალიცია ამ ყველაფერზე უნდა შეჯერდეს. დღევანდელი მდგომარეობით, რაიმე წინაპირობას იმისას, რომ “რესპუბლიკური პარტია” სხვა რამეს გადაწყვეტს, ვერ ვხედავ. ვერც იმის წინაპირობას ვხედავ, რომ ჩვენმა კოლეგებმა მიიღონ სხვა გადაწყვეტილება “რესპუბლიკურ პარტიასთან“, თუ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მოგვიანებით გაფორმდება, როცა ვიმსჯელებთ, თუ რას ვაპირებთ მომავალში ერთად”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)