|
2015-09-28 15:44:47, 547 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ხელი მოაწერა
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „განიოსაზღვროს პროკურატურის სრული სტატუსი და ადგილი სახელისუფლებო ორგანოთა სისტემაში, სრულყოფილად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი პროკურატურის ინსტიტუციური თუ პოლიტიკური, დამნოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე საზოგადოებრიობისა თუ საკანონმდებლო ორგანოს წინაშე პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულობის პირობები. საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონში წარმოდგენილ ცვლილებას, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებიდათ მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განწესება-გათავისუფლების პროცედურებს ეხება და ახლებური რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს", - განაცხადა კვერენჩხილაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილება 18 სექტემბერს მიიღო, რომელიც 24 სექტემბერს პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაეგზავნა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)