17:15 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-10 11:14:57, 918 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალებში სპორტული დარბაზები უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურის განახლება ახალი სპორტული დარბაზების აშენებასა და უახლესი სპორტული ინვენტარით აღჭურვას ითვალისწინებს.

ქვედანაყოფების სპორტულ დარბაზებში თანამედროვე სავარჯიშო მოწყობილობების დამონტაჟება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, როლანდ ძნელაძემ I ქვეითი ბრიგადის მეთაურთან, პოლკოვნიკ ზაზა შალამბერიძესთან ერთად გორში ახალი სპორტული დარბაზი დაათვალიერა.

სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში აშენდა და გარემონტდა ახალი დარბაზი; უკვე დასრულებულია ინფრასტრუქტურის აღჭურვა ულტრათანამედროვე სპორტული ინვენტარით, რომელიც ევროპულ სტანდარტებისაა.

დარბაზში განთავსდა სარბენი ბილიკები, ველოტრენაჟორები, თხილამურები, პრესის სავარჯიშო დანადგარი, ჰანტელები, შტანგები და კომპლექსური სავარჯიშო ტრენაჟორები. აღნიშნული დარბაზი 800-მდე ადამიანზეა გათვლილი, რომელიც I ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი და მე-14 ჯავშანსატანკო ბატალიონების სამხედროებს მოემსახურება.

თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში არსებული სპორტული კომპლექსები უახლესი სავარჯიშო ინვენტარით უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად აღიჭურვება. ქვედანაყოფებში სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics