|
2015-09-28 15:11:18, 433 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: ვის სურს პარლამენტში დარჩენა და ვინ იმსახურებას,ამაზე ჯობდა საგანელიძეს მაშინ ესაუბრა, როცა ლიდერი იყო
„ვის სურს პარლამენტში დარჩენა და ვინ იმსახურებს, ამაზე ჯობდა ბატონ დავითს მაშინ ესაუბრა, როცა ლიდერი იყო“,-ამის შესახებ საქართველოს პარკლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მოქმედი ლიდერის დავით საგანელიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც პარლამენტში ბევრია ისეთი, რომლის ადგილიც საკანონმდებლო ორგანოში არ არის. უსუფაშვილის თქმით, დავით საგანელიძისთვის ახლა ამ საკითხზე საუბარი უფრო მარტივია. „საქართველოში არის სამ მილიონზე მეტი მოქალაქე, პარლამენტში კი, 150 ადგილია. რაც შეეხება ვის სურს პარლამენტში დარჩენა, ვის იმსახურებს და ვის აღარ უნდა პარლამენტში დარჩენა, ამაზე ჯობდა ბატონ დავითს მაშინ ესაუბრა, როცა უმრავლესობის ლიდერი იყო და მაშინ გაერკვია ეს თემები. ახლა მარტივია მისთვის ამ თემებზე საუბარი. თავად მე, როდესაც ამ თემაზე ვისაუბრე, შეგახსენეთ, მე ვთქვი არა ის, რომ ვინმე მეტია პარლამენტში, არამედ ვთქვი ის, რომ ვიღაცა ნაკლებია პარლამენტში და მინდა ვისურვო მეტი პროფესიონალი იურისპროდენციის, ეკონომიკის დარგებში, იმიტომ, რომ ჩვენი კანონშემოქმედების 80-90% ამ სფეროებს უკავშირდება. ამასთანავე, მე არაერთხელ განვმარტე, რომ საქარათველოს არცერთ უმაღლესი სასწავლებელი არ იძლევა დიპლომს, რომელშიც წერია პარლამენტარი, ასეთ დიპლომს არ იძლევა არც ერთი უცხოური სასწავლებელიც. ყველა პარლამენტში არიან სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ამიტომ მნიშვნელოვანი ის კი არაა ვინ რას აკეთებდა პარლამენტში შემოსვლამდე, მნიშვნელოვანი ისაა, მოსვლის მერე ვინ რას ვაკეთებთ“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)