|
2015-09-27 16:34:59, 611 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა აფხაზეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებმა ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ჩვენი სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის უსფრთხოებას ალტერნატივა არ გააჩნია და ერთიან, დემოკრატიულ, თავისუფალ, წარმატებულ საქართველოში ჩვენი მომავალი თაობები ერთად იცხოვრებენ, როგორც ჩვენი ქართველები, საქართველოს მოქალაქენი ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად“ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ. სოხუმის დაცემიდან დღეს 22 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)