|
2015-09-27 16:08:11, 710 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორე: ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის – ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, რუსებისთვის
„აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტკივილი, ჩვენი იმედი“, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. პატრიარქის თქმით, აფხაზეთი არის ერთიანი საქართველო, ომი კი, ხელვნურად შექმნილი ტრაგედია. „მწუხარება და სიხარული როგორც ტყუპი ძმები ერთად დადიან. დღეს მწუხარებისა და სიხარულის დღეც არის. დღეს არის ჯვრის ამაღლება და დღეს არის დიდი მწუხარება - აფხაზეთის ტრაგედია. აფხაზეთი ეს არის ჩვენი ტკივილი. აფხაზეთი ეს არის ჩვენი იმედი. აფხაზეთი ეს არის ერთიანი საქართველო. დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ აცხონოს და ნათელში ამყოფოს აფხაზეთში დაცემულნი ჟიული შარტავა, იგივე დავითი, იური და სხვები. ამავე დროს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხონოს დაცემულნი აფხაზები და სხვა ერების წარმომადგენლები. ეს იყო თავს მოხვეული ტრაგედია, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ტრაგედია. ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის. ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, რუსებისთის, ბერძნებისთვის. უფალმა ძალიერსა თვისა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, ეს ის სანუკვარი თვისებებია, რომელიც ჩვენ გვჭირდება. შეგვთხოვთ უდალს რომ უფალმა მოგვანიჭოს ძალა და მშვიდობა“, - ბრძანა ილია მეორემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)