|
2015-09-27 14:11:09, 628 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა აფხაზეთის ომში შსს-ს აკადემიის დაღუპულ კურსანტებს პატივი მიაგო
შინაგან საქმეთა მინისტრმა 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 1992 წელს აფხაზეთის ომში დაღუპული, შსს-ს აკადემიის კურსანტების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო. შს სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად, ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს აკადემიის ხელმძღვანელები, მსმენელები და დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრები დაესწრნენ. შს მინისტრმა ქვეყნის წინაშე დაღუპული კურსანტების დამსახურებაზე ისაუბრა. გიორგი მღებრიშვილი დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრა და საჩუქრები გადასცა. გიორგი მღებრიშვილმა ღონისძიების ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში სტუმრებთან ერთად დაღუპული კურსანტების შესახებ წარმოდგენილი ფოტომასალა დაათვალიერა. „1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ქალაქ გაგრის მახლობლად, სოფელ კოლხიდასთან, უშიშროების უმაღლესი სკოლის 14 კურსანტი დაიღუპა. შსს-ს აკადემიაში აფხაზეთში XX საუკუნის 20-იანი წლებიდან განვითარებული მოვლენების შესახებ საარქივო მასალებიც გამოიფინა. წარმოდგენილი იყო ჟურნალ „საარქივო მოამბის“ აფხაზეთის თემატიკაზე მომზადებული სპეციალური ნომერი და 1992 წლის აფხაზეთის ომის დოკუმენტური კადრები“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)