03:18 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 12:28:27, 687 ნახვა

რეგიონი
ქვემო ბოლნისში 1350 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა მოეწყო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, სოფელ ქვემო ბოლნისში შიდა გზის მოწყობის დასრულებული სამუშაოები მოინახულა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელში 1350 გრძივ მეტრზე თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ბეტონის გზა და სანიღვრეები მოეწყო.

პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა სრულმა ღირებულებამ   643,488 ლარი შეადგინა. 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნების დაკმაყოფილება ყოველთვის პრიორიტეტულია. ამიტომ, ქვემო ბოლნისში, პანდემიის მიუხედავად, ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები განვახორციელეთ. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობას ახლა უკვე კომფორტულ გზაზე მოუწევს გადაადგილება. საგზაო ინფრსატრუქტურის მოწყობას ქვემო ბოლნისსა და ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში მომავალშიც კვლავ აქტიურად განვახორციელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავი შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics