2020-11-25 10:57:42, 1369 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 314 თბილისში, 523 აჭარაში, 264 კი იმერეთში გამოვლინდა
კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევიდან 1 314 თბილისში, 523 აჭარაში, 264 კი იმერეთში გამოვლინდა.
აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდნ, დედაქალაქისა და რეგიონების მიაჩვენებელი გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენლია 1 314 შემთხვევა, აჭარა - 523, იმერეთი - 264, ქვემო ქართლი - 104, შიდა ქართლი - 44, გურია - 106, სამეგრელო- ზემო სვანეთი - 232, კახეთი - 214, მცხეთა-მთიანეთი - 165, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან