|
2015-09-25 16:00:33, 359 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კახიანის შეფასებით, ქუცნაშვილის ინიციატივა პრემიებთან დაკავშირებით, კონტექსტიდან ამოგლეჯილია
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის გიორგი კახიანის შეფასებით, დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს, კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა. როგორც კახიანმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემები მოსაგვარებელია, თუმცა, ფრაგმენტული ცვლილებებით ეს ვერ მიიღწევა. „ისიც კარგად გვესმის, რომ ფრაგმენტული ცვლილებებით ამის მიღწევა არის შეუძლებელი. რეფორმა, რომელიც პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო, ხელფასებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასაც ეხება. იმ კონტექსტში, როდესაც ჩვენ პარალელურად რეფორმას ვატარებთ, ვფიქრობ, კონტექსტიდანაც ამოვარდნილია აღნიშნული ინიციატივა“-განაცხადა გიორგი კახიანმა. ცნობისთვის პარლამენტში დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის თანახმადაც 25 მაღალი რანგის 800–მდე თანამდებობის პირს 2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღება უნდა შეეზღუდოს. კანონის პროექტის თანახმად, 25 რანგიდან 24 ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს. ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს – საკრებულოს თავჯდომარე, მერსა და გამგებელს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)