12:05 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-23 15:16:42, 1792 ნახვა

ომი უკრაინაში
„ლოქდაუნის“ თავიდან ასარიდებლად, კლინიკების ასოციაცია 7 რეკომენდაციას იძლევა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია მიმართვას ავრცელებს, სადაც იძლევა 7 რეკომენდაციას, თუ როგორ შეიძლება აირიდოს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადებისგან თავი.

როგორც ისინი აღნიშნავენ, აუცილებლობას წარმოადგენს არა „ლოქდაუნი“, არამედ შეზღუდვების გამკაცრება.

„კორონავირუსთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით აუცილებლობას წარმოადგენს რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ არა ,,ლოკდაუნი,,. სრულ შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა და სოციალური სფერო ვერ გაუძლებს. სამუშაო ადგილების შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველივეს გათვალისწინებით რეკომენდებულია: · მოწყვლადიჯგუფისთვის კვლავ ამოქმედდეს პრინციპი - ,,დარჩი სახლში,,; ·

შეიზღუდოსსაზოგადოების თავშეყრის ადგილებში საპენსიო ასაკის მქონე ადამიანების გადაადგილება, ვინაიდან მათში ხშირია ქრონიკული დაავადებები; ·

შეიზღუდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა, რეკომენდებულია მიკროავტობუსში, ავტობუსში და მეტროს ვაგონში მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში მგზავრობა, დისტანციის დაცვით. (ფეხზე დგომით მგზავრობა არარეკომენდირებულია ვინაიდან ვირუს ახასიათებს დალექვა და ადვილად შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ახლოს მჯდომ მგზავრს); 

სავაჭრო ობიექტებს დაერთოთ ნება განაგრძონ მუშაობა დისტანციის დაცვით, რეკომენდებულია 10 კვადრატული მეტრის მქონე ფართში ერთდროულად მხოლოდ 4 ადამიანის ყოფნა;

ნებისმიერი კვების ობიექტი რეკომენდებულია მუშაობდეს ღია სივრცეში და დაცული იყოს დისტანცია მაგიდებს შორის მინიმუმ 4 მეტრი;

სილამაზის სალონებში რეკომენდებულია დაცული იყოს დისტანცია სავარძლებს შორის, გამოვიყენოთ ერთჯერადი წინსაფრები და ყოველი მომსახურების შემდეგ სტილისტის ხელსაწყოები დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;

სტომატოლოგიური კლინიკების უსაფრთხო საქმიანობისთვის რეკომენდებულია ყველა პაციენტს სტომატოლოგიური დახმარების გაწევამდე ადგილზე ჩაუტარდეს კორონავირუსის ანტიგენზე დამყარებული სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტი, რომლის რეზულტატი ცნობილია 10-15 წუთში“, - აღნიშნულია კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics