|
2015-09-25 14:09:06, 515 ნახვა
საზოგადოება
უკრაინის საისტორიო არქივმა საქართველოს ეროვნულ არქივს რუკების ციფრული ასლები გადასცა
უკრაინის ცენტრალურმა სახელმწიფო საისტორიო არქივმა საკუთარ ფონდებში დაცული ორი ისტორიული რუკის ციფრული ასლი საქართველოს ეროვნულ არქივს საჩუქრად გადასცა. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიმდინარე წლის მაისში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ამავდროულად, მინისტრი უკრაინის საარქივო სამსახურსაც ესტუმრა. რუკების ქართული მხარისათვის გადაცემა სწორედ ამ ვიზიტს უკავშირდება. იოან ბაპტისტ ჰომანის მიერ შექმნილი თურქეთის იმპერიის რუკა, რომელიც საქართველოსაც მოიცავს, 1748 წელს ნიურბერგში გამოცემულ ატლასშია შესული, ხოლო ტობიას კონრად ლოტტერის შექმნილი, ასევე თურქეთის იმპერიის რუკა, 1774-1784 წლებში აუსბურგში დაბეჭდილი მსოფლიო გეოგრაფიული ატლასის ნაწილია. "ეროვნული არქივი აქამდე ამ რუკებს არ ფლობდა, ამდენად, კიდევ უფრო შეივსო ეროვნული არქივის მდიდარი კარტოგრაფიული მასალა და ვახუშტი ბატონიშვილის, გილომ დელილისა და სხვათა რუკებთან ერთად დაიდო ბინა. ორივე ისტორიული რუკა კარგად ასახავს XVIII საუკუნის პირველ ნახევარში კავკასიისა და, კონკრეტულად, საქართველოს მდგომარეობას. სამეფო-სამთავროებად დაყოფილი ყოფილი ერთიანი ქვეყნის ტერიტორიაზე მკაფიოდ არის აქცენტირებული ოსმალეთის იმპერიის ინტერესები. კერძოდ, ცალკეა გამოყოფილი გურია, იმერეთი, სამეგრელო და სამხრეთ საქართველო (ახალციხე-ახალქალაქი). ისტორიიდან კარგად არის ცნობილი, რომ სწორედ მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიამ დასავლეთ საქართველოს სრული დაუფლება სცადა",-აცხადებენ ეროვნულ არქივში. რუკების დათვალიერება ნებისმიერ დაინტერესებულ მკვლევარს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალური არქივის მკვლევართა დარბაზში შეუძლია.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)