|
2015-09-25 13:02:17, 584 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს (ბაკალავრის მე-4 კურსი; მაგისტრატურა და დოქტორანტურა) სთავაზობს პერიოდულ, უფასო საჯარო ლექციებს, სადაც სწავლა ორიენტირებული იქნება პრაქტიკულ მეცადინეობებზე. გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები, ხოლო ლექტორები იქნებიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის პედაგოგები-მოქმედი მოსამართლეები. მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ საშუალება ასევე გაეცნონ იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობას, მოინახულონ იმიტირებული სასამართლო პროცესების სხდომათა დარბაზი და სკოლის ბიბლიოთეკა. იურიდიული პროფესიის სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების ზრდისა და მათი პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ საფუძველი ჩაუყარა ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს (როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში) 13 წამყვან უნივერსიტეტთან გაფორმდა. "აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი არის მე-14 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელთანაც იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს სთავაზობს უფასო საჯარო ლექციებს სხვადასხვა მათთვის საინტერესო მნიშვნელოვან თემატიკაზე. ლექციებს წაუძღვებიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოქმედი პედაგოგები, რომლებიც, ამავდროულად, არიან მოქმედი მოსამართლეები. ამ პროექტის განხორციელებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად ხელს შევუწყობთ ქვეყანაში იურიდიული განათლების ხარისხის ზრდასა და სტუდენტთა სამართლებრივი ცოდნის დონის კიდევ უფრო გაღრმავებას",-განაცხადა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ. ევროპის უნივერსიტეტის რექტორი მოხარულია, რომ იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სამართლებრივ და პრაქტიკულ ცოდნას გაიღრმავებენ, რაც, საბოლოოდ, მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. "მემორანდუმი მოიცავს ჩვენი სტუდენტების სტაჟირებას, პრაქტიკული გამოცდილების შეძენას, მომავალში არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიებების ერთობლივ ჩატარებას. ჩვენს სტუდენტებს ექნებათ საშუალება, დაესწრონ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სტუდენტებს ექნებათ საშუალება, უნივერსიტეტის კედლებს გარეთ შეხვდნენ და უშუალო კონტაქტი ჰქონდეთ მოქმედ პრაქტიკოსებთან, რაც პროფესიონალად ჩამოყალიბებაში წაადგებათ. ჩვენ ამაში მათ ძალიან ვუწყობთ ხელს",-აღნიშნა ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)