|
2020-11-20 14:36:05, 673 ნახვა
სამართალი
ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე უარი განაცხადა
„კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე უარი განაცხადა. ადვოკატის თქმით, მთელი სახელმწიფო აპარატი დაცვის მხარი წინააღმდეგ მუშაობს. „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ზვიად შარაძემ, უარი გვითხრა ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე, არგუმენტით: მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილი, რომელსაც თან ახლავს სამინისტროში ჩაბარების დადასტურება და სადაც ვითხოვდით მის გამოკითხვას, რეალურად გადაეცა თუ არა მინისტრს, არ დასტურდება და მისგან უარის ფაქტს გამოკითხვაზე ვერ ვადგენო. ანუ კანცელარია მინისტრსს ტყუილად ყავს. ეს არ არის ერთეული შემთხვევა. მთელი სახელმწიფო აპარატი დაცვის მხარი წინააღმდეგ მუშაობს. გვიგვიანებენ პასუხებს წერილებზე, არ გვიშვებენ მასალებთან სათანადოდ და ა.შ. ეს ყველაფერი აღირიცხება და საკუთარ გზას ნახავს აუცილებლად“, - წერს მარიკაშვილი.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)