|
2020-11-13 15:53:51, 794 ნახვა
სამართალი
განაჩენი უსამართლოა და აუცილებლად გავასაჩივრებთ - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრუწლოვანის ადვოკატი აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული განაჩენი უსამართლოა და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ. მისივე თქმით, მოსამართლე ოშხერელმა ყველა არასრულწლოვნის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, რათა ასიამოვნოს პროკურატურას და არ გამოიკვეთოს ხალხის უკმაყოფილება წინასაარჩევნოდ. „მოსამართლემ გუშინ წინ დაამთავრა სისხლის სამართლის საქმის განხილვა და ორ დღეში დაადგინა განაჩენი, რაც პირდაპირ ნიშავს, რომ განაჩენი დიდი ხნის წინ ჰქონდა დაწერილი მოსამართლე ოშხერელს და ედო უბრალოდ კარადაში, გადმოიღო დღეს და წაიკითხა. სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი, რომელიც ასეთი გამოცდილების და ასეთი კვალიფიკაციის მქონეა, ასეთ უსამართლო განაჩენებს იღებს დღევანდელ სასამართლო პროცესსში. მიზანია, რომ ასიამოვნოს პროკურატურას, მიზანია, რომ საზოგადოებრივი მუხტი არ იქნეს წარმოჩენილი, იმიტომ რომ არჩევნები მოდის და ხალხის უკმაყოფილება არ გამოიკვეთოს, ამიტომ ყველა პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. ჩავიბარებთ დასაბუთებელ განაჩენს და გავასაჩივრებთ, რა თქმა უნდა, ამას ესე არ დავტოვებთ და ყველა ინსტანციას მოივლის“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. განაჩენი მცხეთის რაიონულ სასამართოს მოსამართლემ, მაია ოშხარელმა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)