03:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 21:01:04, 435 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საბჭოზე თათბირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა

ეროვნული უშიშროების საბჭოზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების განსახილველად, სახელმწიფოში არ არსებობს,“ – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას: საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის არ დასწრებამ, ხომ არ შექმნა პრობლემა კვორუმთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის შეფასებით, საბჭოზე თათბირი ქვეყნისთვის საშური საქმეა.

„ეროვნული უშიშროების საბჭო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც იკრიბება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ამ საკითხების განხილვისთვის ეს არის ყველაზე მაღალი ფორმატი, სადაც მონაწილეობას იღებს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლებაც და საკანონმდებლოც. სულ ახლახანს ჩვენ ხაზი გავუსვით ამ ფორმატის უაღრესად პოლიტიკურ მნიშვნელობას და გავაფართოვეთ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, უფრო მეტი წევრი შევიყვანეთ ამ საბჭოში. შესაბამისად, ამაზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი ქვეყნის უსაფრთხოების განსახილველად სახელმწიფოში არ არსებობს. ამ საბჭოზე თათბირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშური საქმეა“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწერებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics