03:22 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 18:38:02, 334 ნახვა

პოლიტიკა
დავით საგანელიძე:ჩვენ შევქმნით დიდ საფინანსო განვითარების ინსტიტუტს

„ჩვენ შევქმნით დიდ საფინანსო განვითარების ინსტიტუტს, რომელიც იმ გეგმას განახორციელებს, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დავიწყეთ“, – ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
მან მთავრობას და „საპარტნიორო ფონდის“ საბჭოს წევრებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. 
 „საპარტნიორო ფონდი მართლაც ერთ–ერთი გამორჩეული სტრუქტურა იყო, არის და დარწმუნებული ვარ იქნება. მან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. ნამდვილად მივესალმები იმ გრანდიოზულ თემებს, რომელიც ირაკლი კოვზანაძეს ხელმძღვანელობით ამ ფონდმა გააკეთა და ბევრს გააკეთებს კიდევ. იმედი მაქვს, რომ მთავრობასთან ერთად ჩვენ შევძლებთ სერიოზული რესტრუქტურიზაციის გაკეთებას ამ ფონდის ბაზაზე. ჩვენ საქართველოში ალბათ დიდ საფინანსო განვითარების ინსტიტუტს შევქმნით, რომელიც ბევრად უფრო დიდი მასშტაბის ინვესტიციების მოზიდვას შეძლებს ქვეყანაში და იმ გეგმას განახორციელებს, რომელიც ჩვენ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დავიწყეთ ეკონომიკური გარდაქმნების სფეროში“, – აღნიშნა საგანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics