|
2015-09-23 18:37:25, 526 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო სატრენინგო პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევას იწყებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს მონაწილეთა შერჩევას ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციური მეწარმეობის სატრენინგო პროგრამისათვის, რომელიც 1-13 ნოემბერს, თელ-ავივში გაიმართება. როგორც სააგენტოში აცხადებენ ისრაელი ინოვაციური სტარტ-აპების კუთხით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა და მსგავსი თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. პროგრამის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და თელ-ავივის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლა. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციურად მოაზროვნე და მეწარმული იდეების მქონე ახალგაზრდების განვითარებას, მათთვის მაღალი დონის, საერთაშორისო, პრაქტიკული ცოდნის გადაცემას და გლობალური მნიშვნელობის კომპანიების ჩამოყალიბებაში დახმარებას. პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა, ენერგიულ, მეწარმული სულისკვეთების მქონე მონაწილეებისთის, რომლებიც მზად არიან გაიზიარონ ისრაელის გამოცდილება ინოვაციური, მაღალტექნოლოგიური ბიზნესის მიმართულებით, აიმაღლონ საკუთარი კონკურენტუნარიანობა და მიიღონ გამოცდილება თუ როგორ გახდნენ უფრო წარმატებულები, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე და დანერგონ შესწავლილი მეთოდოლოგიები საკუთარ საქმიანობაში. პროგრამა ფინანსდება ებრაელი მეცენატების მიერ და მასში მონაწილეობა არის უფასო, ეს არ არის ერთჯერადი თანამშრომლობა და პროგრამა მომავლში აუცილებლად გაგრძელდება. პროგრამას გაუძღვებიან ისრაელის ინოვაციების ეკოსისტემის მთავარი არქიტექტორები, წამყვანი IT კომპანიების თანამშრომლები, ინვესტორები და გამოცდილი მენტორები. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეწვევიან google-ისა და Microsoft -ის ბიზნეს აქსელერატორებს და შეისწავლიან ისრაელის სტარტაპ ეკოსისტემის სტრუქტურას. მონაწილეები შეირჩევიან სააგენტოსა და თელ-ავივის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სკოლის მიერ. მონაწილეთა შერჩევა მოხდება პირველ ეტაპზე აპლიკაციის, ხოლო შემდეგ გასაუბრების საფუძველზე. პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა აპლიკანტს გააჩნდეს საკუთარი სტარტაპი, ან ინოვაციური ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაცია. რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: http://bit.ly/1FKuBV3 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)