|
2015-09-23 13:55:29, 516 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები განხორციელდება, რომელიც დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შეუწყობს ხელს. დღესვე, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე არქეოლოგიური სათამაშო მოედანი გაიხსნა, სადაც ახალქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა და მათთვის მომზადებული არტეფაქტები აღმოაჩინეს. მუზეუმსა და ვიზიტორთა ცენტრში რეგიონში არსებული ისტორიული, საბუნებისმეტყველო, ხელოვნებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ გამოფენა გაიმართა. მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ მოაწერეს. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი - 16209,42ჰა-ს შეადგენს, სადაც გარდა ვიზიტორთა ცენტრისა, განლაგებულია ფრინველებზე დაკვირვების 5 კოშკურა, 5 საპიკნიკე და საკარვე ადგილები. ტურისტული სერვისებიდან ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს ცხენით გასეირნებასთან ერთად, სპორტულ და სამოყვარულო თევზჭერას სთავაზობს. პროექტი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)