20:48 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-30 10:18:56, 555 ნახვა

სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  1989 წელს დაბადებული , წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. , ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ავტოგასამართ სადგურ “გალფს”  ყაჩაღურად თავს  დაესხა, თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნ.ნ. მომხდარიდან რამდენიმე საათში,ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics