13:06 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 12:16:16, 506 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაწყვეტილება რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ყველა კლინიკა მიიღებს, მიღებული არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გადაწყვეტილება რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ყველა კლინიკა მიიღებს, მიღებული არ არის.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრები სხვა კლინიკებისგან გამიჯნულია.

„გადაწყვეტილება, მე როგორც ვიცი, არ არის. საკოორდინაციო საბჭოზე რამდენჯერმე იყო ამაზე მსჯელობა. ჯერ კლინიკები კვლავ იყოფიან და არ ვიცი ცვლის თუ არა მიდგომას სამინისტრო, რადგან ახლა არიან გამოყოფილი კლინიკები, სადაც მხოლოდ კოვიდით ინფიცირებულები თავსდებიან. თუმცა, დღევანდელი გავრცელების პირობებში შესაძლოა, კოვიდიანი პაციენტი მოხვდეს სხვა კლინიკაში, რა თქმა უნდა, ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს ე.წ. ობსერვაციული განყოფილება, ეს მათი სალიცენზიო პირობაა და თუ ამ კლინიკაში დადგინდება ვირუსი, მისი სწრაფი იზოლირება უნდა მოხდეს, შემდეგ კი სხვაგან გადაყვანა, ან თუ მათ აქვთ იზოლირების საშუალება, იქ გაგრძელდეს მკურნალობა. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება მზადდება თუ მომზადებულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics