|
2015-09-22 12:46:46, 391 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან" ომში არასდროს ჩავერთვებით
აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან" ომში არასდროს ჩავერთვებით,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა BBC-ის გადაცემა „HARDtalk“ -ში განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუკი საქართველო ნატოში გაწევრიანდება, რა ფორმით მოიაზრებს თინა ხიდაშელი აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ საქართველოს შემადგენლობაში. "აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და მუდამ ასე იქნება. საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ აფხაზი და ოსი ხალხის გული მოიგოს. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის ყველა მთავრობის ახლანდელი მიზანი ამ ტერიტორიების დაბრუნებაა. ჩვენ გერმანელების მსგავსად ვიმოქმედებთ, როცა ქვეყნის ნახევარი ნატოში გაწევრიანდა, მეორე ნახევარი კი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ დარჩა. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, მაგრამ საბოლოოდ ომისა და შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე დასრულდება. არსებობს გამოცდილება, მაგალითი და საქართველო მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს. ჩვენ არასდროს ჩავერთვებით ომში აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“",-აღნიშნა ხიდაშელმა. მანვე კითხვაზე- ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში შეიცვლება თუ არა ურთიერთობა აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, ასევე რუსეთთან, უპასუხა რომ, არა. "საქართველოს ინიციატივით არასდროს ყოფილა ომი „სამხრეთ ოსეთისა“ თუ აფხაზეთის წინააღმდეგ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა, ნათელია. პირველი - ეს არის სტრატეგიული მოთმინება, მეორე - ნდობის ამაღლება“,-დასძინა თინა ხიდაშელმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)