|
2020-10-23 17:00:41, 897 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ისევეა დაინტერესებული არაღიარებული ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, როგორც რუსეთი
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს, როგორც რუსეთს აქვს სრული უფლება მიიღოს მონაწილეობა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში. „თუ რუსეთს სურს მიიღოს მონაწილეობა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში, თურქეთი თვლის, რომ არანაკლები უფლება აქვს, მიიღოს ანალოგიური მონაწილეობა. ჩემამდე არ მოსულა აღნიშნულ თემაზე რუსეთის ფედერაციის უარყოფითი კომენტარი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა. მანვე დასძინა, რომ სომხეთი კონფლიქტში რუსეთის ჩარევას მხარს უჭერს, აზერბაიჯანს კი, შესაბამისი უფლება აქვს, რომ აღნიშნულ კონფლიქტში თურქეთის ჩართვას დაუჭიროს მხარი. „მოლაპარაკებების მაგიდასთან, როგორც რუსეთი, ასევე ანკარა უნდა იყოს“, - დასძინა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)