|
2020-10-21 18:11:32, 762 ნახვა
სამართალი
მძევალი: მიცემული დრო ამოიწურა - ჩვენი სიცოცხლე ამ წუთას შესაძლოა დასრულდეს
ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ მყოფი ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია აცხადებს, რომ უწყებებისთვის მიცემული დრო ამოიწურა. მისი თქმით, მა დროიდან ყველა მძევალის სიცოცხლე საფრთხეშია. „მიცემული დრო ამოიწურა და მათ პოლიტიკური გარჩევების დრო არ არის, ჩვენი სიცოცხლე დევს სასწორზე. ამდენი ადამიანი ვართ. ჩვენი სიცოცხლე ამ წუთას შესაძლოა დასრულდეს. მისცენ ამ ადამიანს ეს თანხა,გაუშვან და მერე მოაგვარონ, ყველას მივმართავ არ არის აქ პოლიტიკური გარჩევების დრო. ამ სიტუაციას ძალადობრივად მოგვარების შემთხვევაში მსხვერპლი მოჰყვება“, - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელი ორი საათის წინ შეიჭრა. მძევლად აიყვანა იქ მყოფი მოქალაქეები და თანამშრომლბი, ამ დროისთვის შენობაში 19 პირი რჩება. თავდამსხმელმა უწყებას 2 საათიანი ვადა მისცა და ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)