|
2020-10-21 13:28:30, 490 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ლაშა დარსალიას გამოკითხვა მიმდინარეობს
აზერბაიჯანთან სადელიმიტაციო და სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარე ლაშა დარსალია გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. დარსალია პროკურატურის შეკითხვებს ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პასუხობს. როგორც მან გამოკითხვის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, სავარაუდოდ, გამოძიებას კითხვები კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ექნება. „იქედან გამომდინარე, რომ ბოლო ერთი წელი და ცოტა მეტიცაა, რომ მე ვარ ამ კომისიაში, ალბათ, კითხვები შეეხება კომისიის მუშაობას. არ ვიცი რამდენად რელევანტურია გამოძიებისთვის, ეს დასკვნა უბრალოდ ეხება სტრატეგიასა და ნაბიჯებს, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა შეიმუშაოს“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ. შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)