|
2015-09-21 13:06:33, 340 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევდი, მოვლენებს ცოტა დინამიკაში შეხედონ
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი მმართველობის დროს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, რომ მოეგვარებინა მოქმედი ხელისუფლება ამ სფეროში კიდევ უფრო წინ წავიდოდა. „მე ვისურვებდი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ანალიზი არა ბოლო ერთ კვირას დაუთმოს და არა ბოლო სამ წელიწადს, არამედ ბოლო 10 წელიწადს. ძალიან მარტივად დაინახავენ, რომ ადამიანის უფლებები სწორედ ის სფეროა, სადაც ქართულ სახელმწიფოს აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა და წარმატება. მე არ მიხარია, რომ წარსულში დიდი პრობლემები იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად, რომ მოაგვარებინა პრობლემები და მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი იმ დონით, რა დონითაც დღეს არის. პატიმრების უფლებები დაცული რომ ყოფილიყო, როგორც დღეს. პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულებაში ყოფილიყო ისე დაბალი, როგორც დღეს მაშინ ჩვენ საშუალება მოგვეცემოდა,კიდევ უფრო წინ წაგვეწია ეს საქმე. ასე რომ თუ „ნაციონალურ მოძრაობა“ რაიმე ანალიზს გააკეთებს, მე მას ვურჩევდი, რომ ცოტა დინამიკაში შეხედონ მოვლენებს და ძალიან ნათლად დაინახავენ, რომ პროგრესი სახეა. რაც შეეხება, უკმაყოფილებას ამა თუ იმ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ეს გარდაუვალი ამბავია ასე არის და იქნება მუდმივად. თუ ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას გავაგრძელებთ“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ რედისონში მიმდინარე კონფერენციაზე „პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების დანერგვის პროცესში“ დისკუსიის ფარგლებში სურთ დააფიქსირონ, მოსაზრება, რომ ადამინის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც გიგი უგულავასთან დაკავშირებით მოხდა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)