|
2015-09-21 12:32:31, 362 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილის შეფასებით, უგულავას საქმე სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში „საამაყო ფურცელი“ არ ყოფილა
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შეფასებით, გიგი უგულავასთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შესაძლოა, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში აღმოჩნდეს, როგორც ერთ-ერთი გარდამტეხი და მნიშვნელოვანი მოვლენა. თუმცა, უსუფაშვილის თქმით, ეს პროცესი არ იყო ყველაზე უფრო „საამაყო ფურცელი“ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. უსუფაშვილს პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ძირითად საქმეებზე სასამართლო პროცესები წელიწადნახევარზე მეტია გაგრძელდა. „ჩვენ ყველა უნდა შევეგუოთ იმ ამბავს, რომ სანამ სასამართლოს განაჩენით არ არის ვინმე დამნაშავედ გამოცხადებული მანამდე ადამინი არის უდანაშაულო. რაც არ უნდა წარმოდგენები გვქონდეს ჩვენ მასზე, რაც არ უნდა მოგვწონდეს ვინმე ან არ მოგვწონდეს. წინასწარ პატიმრობას აქვს თავისი ვადები. ყველა და მათ შორის პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო ორგანოები უნდა ჩაეტიონ ამ ვადებში. ეს ვერ გაგრძელდება დაუსრულებლად. სასამართლო პროცესები ძირითად საქმეებზე მიმდინარეობდა წელიწადნახევრზე მეტია. მე პირადად პრეტენზია მაქვს იმაზე, რომ ეს საქმეები სასამართლოში ამ დროის განმავლობაში არ უნდა გაგრძელებულიყო. ორივე მხარეს ვისურვებდი, რომ მეტი დამაჯერებლობა ჰქონდეს. მათ ხელთ არსებული პროცედურული იარაღი ის, რაც საკონსტიტუციო კოდექსით დადგენილია მბრალდებელის თუ დაცვის მხარისთვის უფრო ცივილურად იყოს გამოყენებული“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)