|
2020-10-19 18:42:53, 1776 ნახვა
ომი უკრაინაში
მამუკა ხაზარაძის მდგომარეობა დამძიმდა
პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, სიმპტომების გაუარესების გამო ინფექციურ საავადმყოფოში აგრძელებს კორონავირუსის მკურნალობას. „პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის, ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის, რომელიც ამ დღეებში თქვენგან ვიგრძენი. ჩემთვის თქვენი თითოეული გზავნილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც უცნობი ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები ინტერესდებიან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით და თანადგომას გამოხატავენ - მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ ამისთვის. ამ დროისთვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს ადამიანები მართლაც რომ გმირები არიან. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით მოვიგებთ ბრძოლას covid19-თან. გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა. ახლა სხვა პაციენტებთან ერთად ინფექციურ საავადმყოფოში გავდივარ covid19-ის მკურნალობის კურსს... რაც მთავარია, covid-ი ხელს ვერ მიშლის, ჩართული ვიყო ჩვეულ აქტივობებში, მართალია, დისტანციურად, თუმცა დღევანდელ სამყაროში კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში ასე უფრო მარტივი და ეფექტურია. საარჩევნო პროცესი რთული სამართავია, თუმცა არაერთხელ მითქვამს, რომ „ლელო“ ერთი ლიდერის პარტია არასდროს ყოფილა, ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო ძლიერი ადამიანების გუნდთან ერთად მუშაობა და დღეს სწორედ ასეთი ძლიერი ლიდერებისგან შემდგარი გუნდია ჩვენი პარტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კამპანია ერთი წამითაც არ შეჩერებულა! ხვალ დიდი შეხვედრა გვექნება რუსთავში, მეც დისტანციურად მივიღებ მონაწილეობას... ჩვენი ლიდერები და თანაგუნდელები ველზე არიან და ინტენსიურად მუშაობენ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების მოთხოვნების ყველა უმაღლესი სტანდარტის დაცვით. “ლელოს” ყველა ლიდერმა გაიკეთა covid19-ის ტესტი. პასუხების 99% უკვე ცნობილია - უარყოფითი. ჩემი ოჯახის წევრებიც, საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან. ბავშვებსაც და მეუღლესაც ვირუსი არ დაუდასტურდათ. 31 ოქტომბერს ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, დავამარცხებთ covid19-ს და “ქართულ ოცნებას“, რომელმაც ამ კატასტროფამდე მიიყვანა ქვეყანა. ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა გრძელდება - გამარჯვებამდე!!!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)