16:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-19 18:07:04, 1039 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისიმ“ პირველი სტრარტაპ საწარმო დააფინანსა

„თიბისიმ“ ახალი პროდუქტის სტარტაპ საწარმოს დაფინანსების ფარგლებში პირველი საწარმო დააფინანსა. სტარტაპი  „ბიზნესის და წარმატების აკადემია SDS“ საბურავების გადასაკრავ საწარმოს გააკეთებს, სადაც შესაძლებელი იქნება მეორადი საბურავების განახლება. საწარმო შეიძენს მეორად საბურავებს, რომელთა გადამუშავების შედეგად საბურავზე მოხდება პროტექტორების გადაკვრა და განახლება.

„ბიზნესის და წარმატების აკადემია SDS“-ის საწარმოს დაფინანსება 270 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო საგარანტიო სქემის ფარგლებში „აწარმოე საქართველოსთან“ პარტნიორობით მოხდა.   

პროგრამა „სტარტაპერმა“ დამწყები ბიზნესების მხარდაჭერად და ქვეყანაში საწარმოების შექმნის წასახალისებლად, ახალი ფინანსური პროდუქტი - სტარტაპ საწარმო სესხი ახლახანს შექმნა.

შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელია 1 000 000 ₾-მდე მოცულობის სესხს მიღება. სტარტაპ საწარმო სესხით შესაძლებელია როგორც მიწის, შენობის, საბრუნავი საშუალებების დანადგარების და ინვენტარის შეძენა, გარემონტება, ისე საწარმოსთან დაკავშირებული ხარჯების და ე.წ. „ფრენჩაიზინგის“ გადასახადების დაფარვა.

ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, ბიზნესის წარმომადგენელმა თიბისის ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადი უნდა შეავსოს და 20%-იანი თანამონაწილეობა და ბიზნესგეგმა  წარადგინოს. განაცხადის დაფიქსირება ასევე შესაძლებელია ფილიალში ან ქოლ-ცენტში. სესხით სარგებლობა შესაძლებელია პროგრამა "სახელმწიფო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში“, რაც  სახელმწიფოს მხრიდან სესხის თანხის 90%-ის უზრუნველყოფას გულისხმობს.

სტარტაპ საწარმო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვედრზე: startuperi.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics