|
2015-09-20 15:51:21, 606 ნახვა
საზოგადოება
ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ბათუმში საინფორმაციო კამპანია გრძელდება
პროექტი - „ჩვენ ვუთხარით არა ტრეფიკინგს“ - ბათუმში გრძელდება. ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო კამპანიაში იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამა „ლიდერთა სახლის“ მოსწავლეები ჩაერთვნენ. მათთვის საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიმდინარე პროექტის მიზანია, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მათი ინფორმირება და რისკების თავიდან აცილების საშუალებების გაცნობა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა. როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველმა ქეთევან სარაჯიშვილმა განაცხადა, საზოგადოების ინფორმირება ტრეფიკინგის დანაშაულის შესახებ მეტად მნიშვნელოვანია მისი პრევენციისათვის. ხშირად ინფორმაციის არქონაა მიზეზი იმისა, რომ პირი ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის მსხვერპლი ხდება. პროექტს - „ჩვენ ვუთხარით არა ტრეფიკინგს“ - „სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი მომავალი“ ახორციელებს. ტრეფიკინგის პრევენციისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სხვადასხვა სახის საინფორმაციო ღონისძიება ჩატარდება. შეხვედრებზე მსმენელებს განუმარტავენ, როგორ დაიცვან თავი, რათა არ იქცნენ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად; აუხსნიან იმასაც, თუ როგორ ებრძვის სახელმწიფო ტრეფიკინგს, რა სანქციებია გათვალისწინებული დამნაშავისათვის და რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო დანაშაულის მსხვერპლსა და დაზარალებულს. ამასთან, გათვალისწინებულია ადგილობრივი მედიისათვის საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება. დარიგდება საინფორმაციო ბროშურები. პროექტი 16 ოქტომბერს დასრულდება. იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)