|
2020-10-17 14:54:41, 1426 ნახვა
ეკონომიკა
World Travel Award-ის დაჯილდოებაზე კურორტი საირმე წარადგინეს
World Travel Award-ის დაჯილდოების რიგით 27 ცერემონიალზე, კურორტი „საირმე“ ნომინაციაში „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“ წარსდგა. ბალნეოლოგიური სასტუმრო კომპლექსი, რომელსაც არსებობის საუკუნოვანი ისტორია გააჩნია გამარჯვებისთვის ემზადება. World Travel Award–ის დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება და მისი მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მოქმედი: სასტუმროების, კურორტების და ტურისტული სააგენტოების აღმოჩენა. ნომინაცია - ,,საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“, წელს პირველად შეიქმნა. „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა ასეთ მნიშვნელოვან დაჯილდოებაზე წარდგენა და მსოფლიოს წამყვან საკურორტო თუ სასტუმრო კომპლექსების გვერდით წარმოჩენა. „საირმე“ გახლავთ დიდი კულტურის და ტრადიციის მქონე კურორტი, ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იგი ცნობილი გახლდათ მისი უნიკალური წყლებით. ყოველწლიურად კურორტს ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც განსაკუთრებული კმაყოფილებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე ტოვებენ საირმეს. სწორედ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა გვაძლევს გამარჯვების იმედს“, - აცხადებს კურორტ „საირმეს“ გენერალური მენეჯერი ბაჩანა შელია. კურორტი „საირმე“ მდებარეობს სუბტროპიკული სარტყელის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მ-ზე. „საირმე“ ევროპის ყველაზე დიდი კურორტია, მისი მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება. 2018 წელს კურორტ "საირმეს" რეაბილიტაციის შემდეგ, კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომრით, რაც 1000-მდე სტუმრის ერთდროულად განთავსების შესაძლებლობას იძლევა. გასულ წელს „საირმეს“ ლანდშაფტის მოდერნიზება განხორციელდა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად. თუ გსურთ თქვენც გამოხატოთ თანადგომა, ესტუმრეთ ბმულს htps://bit.ly/3iDBZvq და ხმა მიეცით უნიკალურ კურორტ „საირმეს“.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)