21:47 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 14:30:57, 1453 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - თურქეთის ჩარევის გარეშე ომი არ დაიწყებოდა

ეს ომი არ დაიწყებოდა თურქეთის ჩარევის გარეშე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ პოლიტიკური ომი არაა და საქმე სომეხი ხალხის გენოციდის მცდელობასთან გვაქვს.

ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვის დროსაც, თურქეთის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათ არ სურთ, რომ აზერბაიჯანმა შეწყვიტოს ბრძოლები. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ეს ომი არ დაიწყებოდა თურქეთის ჩარევის გარეშე.

„ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ომი. ეს არის სომეხი ხალხის გენოციდის მცდელობა. სომეხმა ხალხმა თავი უნდა დაიცვას, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა გენოციდის საფრთხის ქვეშ მყოფმა ხალხმა. განსაკუთრებით ამ ვითარებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ყარაბაღის საკითხს ეს ერთი გამოსავალი აქვს, რადგან სხვა ვარიანტი არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხებს აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებზე გენოციდი, ფიზიკური განადგურება და ეთნიკური წმენდა ემუქრება“, - განაცხადა ფაშინიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics