21:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 10:33:19, 734 ნახვა

მსოფლიო
სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არაღიარებული ყარაბაღის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებას გაუხსნა ცეცხლი. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

აღნიშნულ ბრალდებას აზერბაიჯანი უარყოფს. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ კიდევ ექვსი დასახლება დაიკავა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმია განაგრძობს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. მათი ცნობით, სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა ქალაქი ტერტერი, სადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics