|
2020-10-14 12:16:15, 615 ნახვა
სამართალი
ვაშაძე კარტოგრაფების საქმეზე - პრემიერი რომ გავხდები, სიმართლეს პროკურატურის ჯურღმულში კი არა, ექსპერტების ჩართულობით დავადგენ
პრემიერი რომ გავხდები, სიმართლეს პროკურატურის ჯურღმულში კი არა, ექსპერტების ჩართულობით დავადგენ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ პარტიულ ინტერესებს უფრო ზემოთ აყენებს, ვიდრე სახელმწიფოებრივ ინტერესებს. „ვწუხვარ, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ პარტიულ ინტერესებს უფრო ზემოთ აყენებს, ვიდრე სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ესაა ჩვეულებრივ დადგმული შოუ, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზეს. როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერი, პირობას ვაძლევ ყველას, საზოგადოებრივი კომისია შეიქმნება და ყველაფერს დავადგენთ ხალხისა და ექსპერტების ჩართულობით და არა პროკურატურის ჯურღმულებში, რომელიც პოლიტიკურ დავალებას ასრულებს“, - განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ნატალია ილიჩოვას ინტერესებს „უფლებები საქართველო“ დაიცავს. მას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ივერი მელაშვილთან ერთად, ბრალი 2005-2007 წლებში მეზობელი ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ჩადენაში ედება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)